ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად, საზეიმო წირვა-ლოცვას სამების ტაძარში დაესწრო

ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად, საზეიმო წირვა-ლოცვას სამების ტაძარში დაესწრო

"წმინდა გიორგი გამარჯვების სიმბოლოა, ვუსურვებ სრულიად საქართველოს გამარჯვების გზაზე ევლოს",– ასე მიულოცა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული.

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა-ლოცვას სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო.

ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არყოფნის გამო, მეუფე იაკობმა აღავლინა.

ცნობისთვის, მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამის, ძლევაშემოსილისა და საკვირველმოქმედი გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებული წირვა-ლოცვა 23 ნოემბერს ყველა მოქმედ მართლმადიდებელ ტაძარში აღევლინება.