იაპონელები ამერიკას უჩივიან

იაპონელები ამერიკას უჩივიან

იაპონიის ოკინავას პრეფექტურის მცხოვრებლებმა ამერიკის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შეიტანეს.

ისინი ღამის საათებში თვითმფრინავების ფრენის აკრძალვას ითხოვენ. თუმცა, ოკინავას მცხოვრებლები მარტო ამით არ დაკმაყოფილდნენ და ამერიკის შეერთებული შტატებისგან კომპენსაციის სახით, 3 მილიონი დოლარის გადახდაც მოითხოვეს იმისთვის, რომ მათი ჯანმრთელობა გამუდმებლი ხმაურისგან ზიანდება.

ტელევიზია NHK-ს ინფორმაციით, სასამართლოში საჩივარი იმ 140-მა ადამიანმა შეიტანა, რომლებიც ოკინავაში ამერიკის სამხედრო ბაზის მახლობლად ცხოვრობენ.