საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ვარდების რევოლუციის“ 9 წლისთავს და გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ქუთაისში, ახლადრეაბილიტირებულ ბაგრატის საკათედრო ტაძარში აღნიშნავს.
სავარაუდოდ, ბაგრატის ტაძარში უმრავლესობის წევრების მისვლაცაა დაგეგმილი.
ცნობისთვის, მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამის, ძლევაშემოსილისა და საკვირველმოქმედი გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებული წირვა-ლოცვა ყველა მოქმედ მართლმადიდებელ ტაძარში აღევლინება.