მაჭავარიანი: დაშვებული შეცდომების მიუხედავად, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ქვეყანა მნიშვნელოვნად შეიცვალა

მაჭავარიანი: დაშვებული შეცდომების მიუხედავად, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ქვეყანა მნიშვნელოვნად შეიცვალა

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ძველი ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომების მიუხედავად, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ქვეყანა მნიშვნელოვნად შეიცვალა.

როგორც from.ge - ის მაჭავარიანმა განუცხადა, ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რეფორმების გატარება და 2003 წელს ხალხი ქუჩაში სწორედ, გაყალბებული არჩევნების გამო გამოვიდა.

დეპუტატის შეფასებით, საქართველოში წინა ხელისუფლების მიერ, უამრავი რეფორმა გატარდა, თუმცა მოქალაქეების დიდი ნაწილი კიდევ უფრო მეტი რეფრომის გარატებას ელის.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ქვეყანა მნიშვნელოვნად შეიცვალა. მართალია, იყო ბევრი  შეცდომაც, თუმცა ამის მიუხედავად, ბევრი რეფორმაც გავატარეთ. „ვარდების რევოლუცია“ მნიშვნელოვანი თარიღია და ამის შემდეგ,  ჩვენ დემოკრატიული სისტემა ჩამოვაყალიბეთ, თავისუფალი არჩევნები ჩავატარეთ და ამ არჩევნებში დავმარცხდით. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია და ვარდების რევოლუციის ნიშანია“,- განაცხადა მაჭავარიანმა.