ბრიტანელი ტანმოვარჯიშეების ჯგუფი, რომელიც 28 ადამიანისგან შედგებოდა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოსახვედრად Mini Cooper-ის სალონში ჩაეტენა.
იმისათვის, რომ წარმოიდგინოთ რა რთულია ამის გაკეთება, შეგახსენებთ, რომ ამ ტიპის მანქანა განკუთვნილია 4 მგზავრისთვის.
ექსპერიმენტი გოგონებმა ლონდონის ერთ-ერთ პარკში ჩაატარეს. 4 მათგანი საბარგულში იჯდა, დანარჩენები კი სალონში იყვნენ „შეწყობილები.“
დღემდე ეს რეკორდი 23 ადამიანს ითვლიდა. 2006 წელს მალაიზიელმა სტუდენტებმა ძველი სტილის MINI Cooper-ში 20 წამი დაჰყვეს.