უელსი წყალშია ჩაძირული

უელსი წყალშია ჩაძირული

დიდ ბრიტანეთში წყალდიდობაა, დატბორილია საავტომობილო გზები, სარკინიგზო მაგისტრალები, სახლები და ადმინისტრაციული შენობებიც. საათში 80კმ. სიჩქარით მოძრავმა ქარიშხალმა მთელი ბრიტანეთის მაშტაბით უკვე უამრავი შენობა დააზიანა.

კიდევ უფრო რთული სიტუაციაა ბრიტანეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში, უელსში გადაუღებელი წვიმების და ძლიერი ქარის შედეგად, მდინარეებში წყლის დონემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. სომერსეტში, დევონში, დორსეტში, გლოსტერშირში, ვისტერშირში, უორკშირში, ოქსფორდსა და უილტშირში სინოპტიკოსები მოსახლეობას დიდი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.