ნიკოლა სარკოზის „იძულებითი მოწმის“ სტატუსი მიენიჭა

ნიკოლა სარკოზის „იძულებითი მოწმის“ სტატუსი მიენიჭა

საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ქალაქ ბორდოში საკუთარი თვითმფრინავით ჩაფრინდა და აეროპორტიდან მინიბენით გამომძიებელ ჟან-მიშელ ჟანტთან სასამართლოში გაემგზავრა.  ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის ისტორიაში მეორე პრეზიდენტია ჟაკ შირაკის შემდეგ, რომელიც სასამართლოში კორუფციის ბრალდებით იკითხება.

ნიკოლა სარკოზის დაკიხვა ბორდოს სასამართლოში 12 საათს გაგრძელდა. დაკითხვას ექსპრეზიდენტის ადვოკატი ტერი ჰერცოგი ესწრებოდა. ადვოკატის განცხადებით, ნიკოლა სარკოზი არ არის დადანაშაულებული „მადამ ბეტანკურის“ საქმესთან დაკავშირებით და მას ჯერჯერობით, „იძულებითი მოწმის“ სტატუსი მიენიჭა მხოლოდ.

ნიკოლა სარკოზის საფრანგეთის სასამართლო ედავება საკმაოდ დიდ თანხას, რომელიც მან წინასაპრეზიდენტო კამპანიისას, 2007 წელს,  L'Oréal მფლობელის ლილიან ბეტანკურისგან დაფინანსების სახით მიიღო.