საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაურის პროგნოზით, „ვარდების რევოლუციის“ შედეგებს საზოგადოება ჯეროვნად მომავალში დააფასებს.
როგორც „ვარდების რევოლუციის“ 9 წლისთავთან დაკავშირებით, from.ge - ის წიკლაურმა განუცხადა, „ვარდების რევოლუციამდე“ საქართველო არშემდგარი ქვეყანა იყო და ამ დროს სახელმწიფოს, კრიმინალური ავტორიტეტები მართავდნენ.
წიკლაურის შეფასებით, რევოლუციამ სათავე დაუდო ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას კრიმინალისა და კორუფციის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლით და ყოველივე ამის შედეგად, დღეს, საქართველოს 8 მილიარდიანი ბიუჯეტი აქვს.
„დღეს, საქართველოს ყველა მოქალაქე საკუთარი პოლიტიკურიშეხედულებების მიუხედავად, კარგად აცნობიერებს, რომ დღეს ჩვენ უკეთეს ქვეყანაში ვცხოვრობთ. „ვარდების რევოლუცია“ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და მისი ჯეროვანი დაფასება მომავალში კიდევ უფრო მეტად მოხდება“,- განაცხადა წიკლაურმა.