ირაკლი ალასანია: იმედი მაქვს, რომ  წმინდა გიორგის ძალა სამშობლოსთვის თავდადებულ თითოეულ ქართველ ჯარისკაცს დაიცავს

ირაკლი ალასანია: იმედი მაქვს, რომ წმინდა გიორგის ძალა სამშობლოსთვის თავდადებულ თითოეულ ქართველ ჯარისკაცს დაიცავს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანია საქართველოს შეიარაღებული ძალების სრულ შემადგენლობას და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გიორგობას ულოცავს.

 „საქართველოს შეიარაღებული ძალების სრულ შემადგენლობას,  ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ყველა ქართველ ჯარისკაცს, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვულოცავ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს! წმინდა გიორგი გამარჯვების სიმბოლოა! მე იმედი მაქვს, რომ მისი ძალა სამშობლოსთვის თავდადებულ თითოეულ ქართველ ჯარისკაცს დაიცავს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. დღევანდელი დღის მადლი არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებს და ჩვენს სამშობლოს, მრავალს დაესწარით...“ - აცხადებს ალასანია.