საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი წმინდა გიორგის დღესასწაულს ქუთაისში შეხვდება.
ამის შესახებ from.ge-ს ფრაქცია „ქართული ოცნების“ პრესამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ფრაქციის ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი და ფრაქციის სხვა წევრები საეკლესიო დღესასწაულს შაუმიანის ქუჩაზე არსებულ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში შეხვდებიან.