ანგელა მერკელი: ეჭვი მეპარება, რომ შეთანხმებას შევძლებთ

ანგელა მერკელი: ეჭვი მეპარება, რომ შეთანხმებას შევძლებთ

  გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირის ორდღიანი სამიტი, რომელიც კავშირის მომავლ შვიდწლიან ბიუჯეტს განიხილავს, შეთანხმებას ვერ მოახერხებს.

„მეჩვენება, რომ წინ მივიწევთ, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ შეთანხმებას შევძლებთ“,-განაცხადა მერკელმა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი უფრო მეტი ოპტიმიზმითაა დატვირთული, თუმცა წინასწარ დასკვნების გაკეთებას ისიც ერიდება.

„არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყევლაფერი დაკარგულია, თუ ვერ შევძლებთ ხვალ-ზეგ მოლაპარაკებას და შეთანხმებას“,-აღნიშნავს ოლანდი.

ამ სამიტზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, დაპირისპირებს ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორც ელოდებიან, პიკს მიაღწევს.