გიგა ბოკერია: ივანიშვილმა პირდაპირ თქვა რომ ხალხის რიტორიკა აღიზიანებს

გიგა ბოკერია: ივანიშვილმა პირდაპირ თქვა რომ ხალხის რიტორიკა აღიზიანებს

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის   განცხადებებს გამოეხმაურა.

 ბოკერიას შეფასებით, ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელებული დაპატიმრებების მოტივაციას წარმოადგენს არა სამართლიანობისთვის ბრძოლა,  კონკრეტულ დანაშაულთა გამოძიება, არამედ ის გარემოება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ოპოზიცია არსებობს, ხმას იღებს და ხელისუფლებას აკრიტიკებს.

„მან პირდაპირ თქვა, რომ ხალხს რიტორიკა აღიზიანებს. მან ამას „გონებრივი აგრესია“ უწოდა, რაც ზუსტად რას ნიშნავს, არ ვიცი, მაგრამ მთავარია, რომ მოხდა მოტივაციის სრული ლუსტრაცია. დაზუსტდა, რომ აქ კონკრეტულ დანაშაულზე კი არ არის საუბარი, არამედ საუბარია იმაზე, რომ ასამართლებენ პოლიტიკურ ჯგუფს, პოლიტიკურ ოპოზიციას. ივანიშვილმა ჩემს შესახებ და ამ მიმართულებით „წითელ ხაზებზე“ ისაუბრა. მინდა მას და მის გუნდს განვუმარტო, რომ ეს ვინმეს პერსონალური წითელი ხაზები არ არის. ეს არის დემოკრატიის მინიმალური წითელი ხაზები და იგულისხმება ის, რომ როცა პოლიტიკური ძალა არჩევნებს იგებს და ამომრჩევლის ნებით ხელისუფლებაში მოდის, ეს არავითარ შემთხვევაში წაგებული პოლტიკური ძალის გაქრობას არ ნიშნავს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ დამარცხებული ძალა ხელისუფლებას აღარ აკრიტიებს“,- განაცახდა ბოკერიამ.