გიგა ბოკერია: საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, შოკისმომგვრელი და გულწრფელი აღიარება  მოვისმინეთ

გიგა ბოკერია: საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, შოკისმომგვრელი და გულწრფელი აღიარება მოვისმინეთ

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას  საზოგადოებრივ მაუწყებელთან „მეცხრე არხის“ შესაძლო შერწყმის შესახებ, შოკისმომგვრელს და  გულწრფელი აღიარებას უწოდებს.

„მთელი ის საუბრები, თითქოს იქ  ფინანსური შემოწმება ტარდება, ამ განცხადებით გაირკვა, რომ  იყო აბსოლუტურად ყალბი, თუმცა ბევრისთვის ეს ისედაც ნათელი იყო. აქამდეც იყო მსგავსი განცხადებები,  რომლებიც ამ განზრახვაზე მიუთითებდნენ, მაგრამ დღეს ითქვა პირდაპირ, რომ პრემიერ ივანიშვილს საზოგადოებრივი მაუწყებელი არ მოსწონს და სურს, ამ არხის საკუთარ, პირად ტელევიზიასთან - „მეცხრე არხთან“, რომელიც  ყველასათვის ცნობილია, რომ მისი პოლიტიკური პარტიული პროპაგანდის ორგანო იყო (შესაძლოა, ვიღაც ამ შეფასებაში არ დამეთანხმოს), შერწყმა. საქმე ის არის, როგორ შოკისმომგვრელად, პირდაპირ გვეუბნება პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი საკუთარი ამოცანების და ამ ამოცანების მოტივების შესახებ“, - განაცხადა ბოკერიამ.