ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა აფეთქებისას ქვეყნის აღმოსავლეთით, პროვინცია ვარდაკში.
დაშავებულთა შორის არიან ქალები და ბავშვები.
თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა ქუჩაზე, რომელზეც ნატოს და ავღანელი სამხედროების საკოორდინაციო შტაბია განლაგებული.
Frnace Presse-ის ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი ადამიანი.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა მოძრაობა თალიბანმა აიღო.