ჯაფარიძე: შეიძლება „შრომის კოდექსში“  ცვლილებების განხორციელებამ, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ხელი შეუშალოს

ჯაფარიძე: შეიძლება „შრომის კოდექსში“ ცვლილებების განხორციელებამ, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ხელი შეუშალოს

საპარლამენტო უმცირესობა  ვარაუდობს, რომ „შრომის კოდექსში“  ცვლილებების განხორციელება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ხელს შეუშლის.

როგორც ჟურნალისტებს ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა, კანონპროექტი უკვე დასაქმებულების დაცულობის ხარისხს გაზრდის, თუმცა, დასაქმების თვალსაზრისით პრობლემებს შექმნის.

გიგი წერეთელი კი, აცხადებს, რომ წარმოდგენილი ინიციატივა მისთვის მისაღებია.

„უმეტეს შემთხვევაში, კანონპროექტში მოცემული ცვლილებები მკვეთრად არ ცვლის ყველა მუხლს,  მაგრამ ზოგს აზუსტებს და ზოგს  აუმჯობესებს.  ამ საკითხებზე მსჯელობას მხარს ვუჭერ, ხოლო ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით უფრო კონკრეტულ წინადადებებს პროექტის არსობრივი განხილვის დროს წარმოგიდგენთ“, - დასძინა წერეთელმა.