დავით დარახველიძემ რეგიონებში დევნილებისთვის განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ევროკომისიის ოპერაციების ხელმძღვანელთან რამონ რეიგადასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
კერძოდ, საუბარია ფოთში, „ახალ უბანში“ დამატებით 280 ბინიანი 7 ახალი კორპუსის მშენებლობაზე, რომელიც მომავალი წლის ბოლოს დასრულდება.
ახალ უბანში ევროკომისიის დაფინანსებით უკვე აშენდა 1168 ბინიანი 32 კორპუსი, სადაც დევნილები ცხოვრობენ.
დამატებით აშენებულ ახალ კორპუსებში დევნილები ნგრევადი კომპაქტური ობიექტებიდან გადავლენ მათივე სურვილის მიხედვით.
როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ აღნიშა, ასევე, საუბარი შეეხო ევროკომისიის 3 წლიან პროექტს, რომელიც 2013-2015 წლებს მოიცვას და ითვალისწინებს დევნილთათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და საარსებო წყაროს გაჩენას მცირე ბიზნესგრანტების დაფინანსების კუთხით.
მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაგრძელებაზე შეთანხმდნენ და ასევე აღნიშნეს,რომ დაიგეგმება ერთობლივი პროექტები.ვიდეო გალერეა