კალაძემ მცხეთის რაიონის სოფელ ქანდაში გამრიცხველიანების სამუშაოები დაათვალიერა

კალაძემ მცხეთის რაიონის სოფელ ქანდაში გამრიცხველიანების სამუშაოები დაათვალიერა

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ და კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დირექტორმა რადოსლავ დუდოლენსკიმ მცხეთის რაიონის სოფელ ქანდაში მიმდინარე გამრიცხველიანების სამუშაოები მოინახულეს.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო აქვეყნებს.

„სოფლის ელექტროგამანაწილებელი ქსელის მოწესრიგებისა და გამრიცხველიანებისათვის კომპანია 159 600 ლარი დახარჯავს და 532 აბონენტს ინდივიდუალურად გაამრიცხველიანებს. ამ დროისთვის 347 აბონენტი ინდივიდუალური მრიცხველით უკვე სარგებლობს. სამუსაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. 

სოფლების ელექტროგამანაწილებელი ქსელის მოწესრიგებისა და გამრიცხველიანებისათვის კომპანიამ 133 500 ლარი დახარჯა და 445 აბონენტი ინდივიდუალურად გაამრიცხველიანა.

ინდივიდუალური გამრიცხველიანება არ გულისხმობს აბონენტებისთვის მხოლოდ მრიცხველის მონტაჟს; ეს პროცესი მოიცავს ქსელის მასშტაბურ რეაბილიტაციას“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ,  გავრცელებულ განცხადებაში.