"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ტარიფების განახევრება „არ გამოვა“ და წინასაარჩევნო დაპირება გადაჭარბებული იყო.
მერაბიშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ არ აპირებს საკუთარი წინასაარჩევნო ძირითადი დაპირებების შესრულებას, თუმცა ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ ანგარიშსწორებას აპირებს.
მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს, ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით რიტორიკით საუბრობდა, რაც ლამაზი არ არის.
„როგორც ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა, პროკურატურა ვალდებულია რეაგირება მოახდინოს ყველა საჩივარზე. ეს გარკვეული რიტორიკა და მუქარაა. „ნაციონალური მოძრაობა“ თავად გადაწყვეტს, როგორი რიტორიკით ისაუბროს“, - განაცხადა მერაბიშვილმა.
მისივე განცხადებით, იგი მომავალი კვირის ორშაბათს ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ შეხვდება და შს სამინისტროში არსებულ ვითარებასა და ქვეყანაში კრიმინოგენურ ვითარებაზე ისაუბრებს.