სამხრეთ კორეის ქალაქ პუსანის მეტროში ავარია მოხდა-ორი მატარებლის შეჯახების შედეგად, 50 ადამიანი მძიმედ დაშავდა.
ადგილობრივი ტელევიზიის YTNTV-ის ინფორმაციით, ერთი მატარებელი, რომელშიც 200-მდე მგზავრი იჯდა, მეტროს გვირაბში გაიჭედა, სანამ მეტროს თანამშრომლები ტექნიკურ პრობლემას მოაგვარებდნენ, მგზავრები ბაქანზე გადმოიყვანეს, შემცვლელი მატარებელი კი გაჩერებულ მატარებელს დაეჯახა და ბაქანზე მყოფი მგზავრები დააზიანა.
თითქმის ყველა მგზავრს აღენიშნება მოტეხილობა, ზოგიერთი მძიმე მდგომარეობაში საავდმყოფოშია გადაყვანილი.