კახა კახიშვილი: აუცილებელია ახალმა მთავრობამ დაპირებების შესრულებაზე იფიქროს

კახა კახიშვილი: აუცილებელია ახალმა მთავრობამ დაპირებების შესრულებაზე იფიქროს

არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელის, კახა კახიშვილის განცხადებით, წინასაარჩევნოდ მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებების შესრულება „ქართული ოცნების“ რეიტინგის ძირითადი განმსაზღვრელია.

კახიშვილის თქმით, აუცილებელია ახალმა მთავრობამ დაპირებების შესრულებაზე იფიქროს და აღნიშნავს, რომ ცოტა უცნაურია მიდგომები, როდესაც  საარჩევნო პროგრამაში  არსებულ, რაღაც პროგრამებისადმი მიდგომები იცვლება.

„ცოტა  არაორგანიზებულობის ნიშნები ჩანს. რეალურად, ჩვენ ვხედავთ, რომ მაგალითად, იგივე პარლამენტში საკითხების  ორგანიზებულად  გატანა არ ხდება,  იგივე შეინიშნება კონკრეტულ სამინისტროებში.  შეიძლება ეს  გამოუცდელობას დავაბრალოთ, გყავს მინისტრები, რომლებსაც მენეჯერის ფუნქცია არ ჰქონიათ,  მაგრამ რაც შეეხება პარლამენტს, ამ შემთხვევაში  შესაძლოა რამოდენიმე ფაქტორი არსებობდეს. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“  ერთიანი პოლიტიკური სუბიექტი იყო,  მასში შემავალი პარტიები მაინც ვიწრო პარტიული ინტერესებით მოქმედებენ.  ჯერ-ჯერობით არ ჩანს,  რომ ისინი, რაღაც პოზიციებზე წინასწარ თანხმდებიან და ვფიქრობ, რომ ჯერ-ჯერობით გამოსვლებშიც არ აქტიურობენ,  ისე როგორც უნდა იაქტიურონ. ამავდროულად,  მათ აუცილებელია   უზრუნველყონ,  რომ ქვეყნის მოსახლეობამ იგრძნოს, რომ რეალურად ხელისუფლება შეიცვალა“, - განაცახდა კახიშვილმა.

რაც შეეხება, დღეს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრას და პრემიერის განცხადებას საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით, კახიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში კადრების პრობლემა ისე არაა, როგორც მას ეუბნებიან.

„საქართველში კადრების პრობლემა  მხოლოდ იმ თვალსაზრისითაა, თუ კადრებს  მაინცდამაინც კოალიციის პოლიტიკურ რიგებში,  აქტივისტებში ეძებენ.  ისიც ჩვენ ვიცით, რომ ყველა პარტია ცდილობს აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკუთრი პარტიის წევრი დაასაქმოს.  საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია, ამიტომ ცუდი არ იქნება, კადრები  საქართველოს მასშტაბით ეძებონ  და არა საკუთრივ, პოლიტიკურ რიგებში“, - განაცხადა  კახიშვილმა.