პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ევროსაბჭოს წამების წინააღმდეგ ევროპული კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა.
კომიტეტის პრეზიდენტი ლატიფ ჰუსეინოვი და კომიტეტის წევრები საქართველოს პენიტენციურ სისტემებში მყოფი პატიმრების მდგომარეობით დაინტერესდნენ.
ბესელიამ საკითხთან მიმართებაში, სტუმრებს ახალი ხელისუფლების შეხედულებები და გეგმები დეტალურად გააცნო.
„ჩვენი მიზანია მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკიდან ჰუმანურ პოლიტიკაზე გადავიდეთ“, - დასძინა მან.