საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დარჩენას მიესალმება.
როგორც from.ge-ს დოლიძემ განუცხადა, თუ ივანიშვილი მზად არის, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს, ეს მხოლოდ დადებითია.
„მისი გადასაწყვეტი იქნება დარჩება პოლიტიკაში თუ არა. ერთია, რომ მას გულწრფელად პოლიტიკაში მოსვლის დიდი სურვილი არ ჰქონდა, თუმცა მეორეა სახელმწიფოებრივი მიდგომა ყველა საკითხისა და პრობლემისადმი. პოლიტიკაში ის ამიტომ, მოვიდა. ის, რომ ის პოლიტიკაში დარჩენასა და საქმეების ბოლომდე მიყვანას აპირებს, ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან უახლოეს წელიწადნახევარში – 2014 წლისთვის წასვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ ამ პერიოდისთვის მისი გეგმა და მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებები შესრულებული იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილი „არსად წასვლას არ გეგმავს“.