დღეს ამერიკაში ინდაურის გემოს ნაყინი გამოჩნდა

დღეს ამერიკაში ინდაურის გემოს ნაყინი გამოჩნდა

ამერიკაში მადლიერების დღის აღსანიშნავად, არიზონას შტატის ერთ-ერთ კაფეტერიაში  სტუმრებს უცნაური დესერტით გაუმასპინძლდნენ-ნაყინს ინდაურის გემო ჰქონდა.

ამერიკაში მადლიერების დღის აღსანიშნავ ზეიმზე მთავარი ატრიბუტია ინდაურია. მას ვაშლით, სტაფილოთი, ხახვით ან სუხარით ამოტენიან და შეწვის შემდეგ, სუფრასთან მოცვის სოუსთან, კარტოფილის პიურესთან და გოგრის ნამცხვართან ერთად მიაქვთ. 

„მათ, ვინც დღეს ვერ მოასწო ან ვერ მოახერხა სახლში სადღესასწაული სუფრის მომზადება, შეუძლიათ ჩვენს კაფეტერიაში მობრძანდნენ და სამივე ზემოთ დასახელებული კერძის გემოს ნაყინი მიირთვან“,-აცხადებს კაფეტერიის მფლობელი ნინდი ვადხვა.