Juicy Couture -მ წარმოადგინა ახალი ვიდეოროლიკი სახელწოდებით California Dreaming, რომლის რეჟისორია ტერი რიჩარდსონი. ვიდეოს ვარსკვლავი „Victoria's Secret“ ერთ-ერთი ანგელოზი კენდის სვეინპოულია.
როგორც ჩანს კენდის, Victoria's Secret-ის დამღლელი გადაღებების პარალელურად ენერგია სხვა საქმეებისთვისაც ყოფნის. 24 წლის ლამაზმანი სამხრეთ აფრიკიდან ბრენდის Juicy Couture-ს სარეკლამო სახე გახდა. ცისფერთვალება ქერათმაინი შესანიშნავად გამოიყურება, როგორც საღამოს კაბებში, ასევე ბიკინებსა და ყოველდღიურ სამოსში.
იხილეთ ვიდეო და თავად შეაფასეთ.