კბილაშვილმა  ელჩებს  მაღალჩინოსნების დაკავებების გარემოებების შესახებ, ინფორმაცია მიაწოდა

კბილაშვილმა ელჩებს მაღალჩინოსნების დაკავებების გარემოებების შესახებ, ინფორმაცია მიაწოდა

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს  შეხვდა. კბილაშვილმა მათ მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებების გარემოებების შესახებ, ინფორმაცია მიაწოდა.

 მთავარმა პროკურორმა უცხოელ დიპლომატებს დეტალურად განუმარტა, თუ  რა გახდა მაღალჩინოსნების დაკითხვისა და დაკავების მიზეზი, რაში ედებათ ბრალი და რა მტკიცებულებებს ემყარება სისხლის სამართლის საქმე.

მან იმის შესახებაც ისაუბრა, თუ რა გახდა პროკურატურის მხრიდან აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის მოთხოვნის მიზეზი.

„დღეს მე უკვე მეორედ ვხდები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მთავარი პროკურორის რანგში,  პასუხი გავეცი კითხვებს,  რომლებიც მათ აქვთ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით,  რათა საერთაშორისო საზოგადოება ისევე სრულად იყოს ინფორმირებული ამ საკითხებთან დაკავშირებით, როგორადაც ინფორმირებულნი არიან საქართველოს მოქალაქეები. იმედი მაქვს, რომ მათ პასუხი ყველა კითხვაზე მიიღეს“, - განაცხადა კბილაშვილმა.