ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით ლიტვაში გაემგზავრა

ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით ლიტვაში გაემგზავრა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო  მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით ლიტვაში, ქ. ვილნიუსში გაემგზავრა, სადაც   მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა კონფერენციაზე „ათი წელი პრაღის სამიტის შემდეგ“.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ აუდრონიუს აჟუბალისთან და ეროვნული თავდაცვის მინისტრ რასა იუნკევიჩიენესთან.