საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს ბაზრებზე საქმიანობენ კომპანიები, რომელთაც სხვადასხვა ტიპის მომსახურების ექსკლუზიური უფლება გააჩნიათ და რომელიც მათ ამა თუ იმ სფეროში მონოპოლისტურ ძალაუფლებას ანიჭებს.
განცხადების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთვის გახდა ცნობილი, რომ ბოლო პერიოდში, ექსკლუზიური უფლებებით მოსარგებლე კომპანიების დაჩქარებული გადაყიდვის პროცესი მიმდინარეობს.
„საქართველოს მთავრობამ მკაფიოდ გამოხატა ნება, გაატაროს რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს კონკურენტული გარემოს შექმნას და ბაზრების დემონოპოლიზაციას. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გახდა ცნობილი, ბოლო პერიოდში მიმდინარეობს ზემოთხსენებული ტიპის ექსკლუზიური უფლებებით მოსარგებლე კომპანიების დაჩქარებული გადაყიდვის პროცესი.
მივმართავთ პოტენციურ მყიდველებს, რომ გადაწყვეტილება მსგავსი კომპანიების ყიდვის შესახებ, მიიღონ მხოლოდ აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით“, - ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, გავრცელებულ განცხადებაში.