სასჯელაღსრულების სისტემიდან 16 მოსამსახურე გაათავისუფლეს

სასჯელაღსრულების სისტემიდან 16 მოსამსახურე გაათავისუფლეს

სასჯელაღსრულების სისტემიდან 16 მოსამსახურე დაითხოვეს, 2-ს კი საყვედური გამოუცხადეს. აღნიშნულის შესახებ, განცხადებას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ავრცელებს.

„სამინისტროს  ცხელ ხაზზე შემოსული სატელეფონო შეტყობინებებისა და მსჯავრდებულთა მომართვების საფუძველზე, სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექცის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, სასჯელაღსრულების სისტემიდან დათხოვნილი იქნა 16 მოსამსახურე, 2 პირს გამოეცხადა საყვედური“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ, გავრცელებულ განცხადებაში.