დედაქალაქის მერიამ პროკურატურას საჩივრით მიმართა

დედაქალაქის მერიამ პროკურატურას საჩივრით მიმართა

დედაქალაქის მერიამ შპს „ჰერმესთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.

დედაქალაქის მერიამ დღეს ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა.

მერიის პრესსპიკერის, ბაჩო დილიძის განმარტებით, დამკრძალავ ბიურო „ჰერმესთან“  მიმართებაში ცრუ ჩანაწერების გამოქვეყნება იგეგმება, თითქოს ჭირისუფლებისგან ფულის აღება ხდება.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია მათ „ჰერმესის“ თანამშრომლებმა მიაწოდეს.

დოლიძის განცხადებით, აუდიოჩანაწერიდან ჩანს რომ ჰერმესის საქმიანობის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება იგეგმება,  თითქოს სასაფლაოების გადაყიდვა და ჭირისუფლების მიერ მომსახურებაში გადახდილი თანხების პირად ანგარიშზე ჩარიცხვა ხდებოდა. 

სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით, მერიამ პროკურატურაში განცხადება უკვე შეიტანა. განაცხადს თან ახლავს ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც ჟურნალისტების შალვა რამიშვილი და ნანა ლეჟავაც ფიგურირებენ.

„როდესაც საკითხი ეხება საზოგადოებისათვის სენსიტიურ საკითხს, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს საზოგადოების მღელვარება, ჩვენ ვფიქრობთ რომ აუცილებელია ის პრევენციული ღონისძიებები, რაც ამჯერად იქნა მიღებული“,- განაცხადა მერიის პრეს-სპიკერმა ბაჩო დოლიძემ.