ბრიტანეთის სამუწყებლო კორპორაციის ხელმძღვანელად ლონდონის სამეფო ოპერის ხელმძღვანელი ტონი ჰოლი დაინიშნა.
ჰოლი ადრე სამაუწყებლო კორპორაციის ახალი ამბების განყოფილებას ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი ოპერის ხელმძღვანელად გადავიდა.
BBC -ის ყოფილი ხელმძღვანელი ჯორჯ ენტუისლი Newsnight-ის სკანდალის გამო გადადგა. პროგრმაში 2 ნოემბრს გავიდა სიუჟეტი, რომელიც ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის მაღალჩინოსანი წევრის პედოფილიის შესახებ საუბრობდა.
მართალია, სიუჟეტში პარტიის წევრის სახელი და გვარი არ დასახელებულა, თუმცა მოგვიანებით სოციალურ ქსელებში მისი სახელი და გვარი მაინც გავრცელდა-ის ლორდი ალისტერ მაკელპაინი აღმოჩნდა. მაკელპაინმა აღნიშნულ ბრალდებას ცილისმწამებლური უწოდა და განაცხადა, რომ სასამართლოში უჩივლებდა სამაუწყებლო კომპანიას. კომპანიამ ბოდიში მოიხადა ლორდის წინაშე და განაცხადა, რომ ის თავის მხრივ, სხვა ადამიანის ცრუ ინფორმაციის მსხვერპლი გახდა.