შინაგან საქმეთა სამინისტრო მერიის მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
From.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„სამწუხაროა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები დედაქალაქის თვითმმართველობაში ხალხთან ურთიერთობას ისევ ძველი მეთოდებით, ფაბრიკაციებით აგრძელებენ. საზოგადოებისთვის ეს მათოდები კარგად ცნობილია და ამაზე ამომრჩეველმა მკაფიო უარი 1 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში თქვა. შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა უმოკლეს ვადაში გაარკვევენ სიმართლეს და გააცნობენ საზოგადოებას, თუ რეალურად რას წარმოადგენს მერიის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერი და სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე“,-ნათქვამია შსს-ს მიერ, გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, დედაქალაქის მერიამ დღეს ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა.
მერიის პრესსპიკერის, ბაჩო დილიძის განმარტებით, დამკრძალავ ბიურო „ჰერმესთან“ მიმართებაში ცრუ ჩანაწერების გამოქვეყნება იგეგმება, თითქოს ჭირისუფლებისგან ფულის აღება ხდება.
მისივე განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია მათ „ჰერმესის“ თანამშრომლებმა მიაწოდეს.