უკრაინის სახელმწიფო დაცვის ყოფილი მაიორი ნიკოლაი მელნიჩენკო თვლის, რომ გიორგი ღონღაძის მკვლელობის საქმის გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ საქმები, რომლებიც ღონღაძის, სხვების, უკრაინის წინააღმდეგ იქნა ჩადენილი, ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიდეს“,-აცხადებს მაიორი.
დღეს კიევის პეჩორსკის სასამართლში მელნიჩენკომ უკრაინის ყოფილი გენპროკურორის პირველი მოადგილის რინატ კუზმინის წინააღმდეგ ჩვენება, ალექსეი პუკაჩის სასამართლოზე მისცა, ყოფილ მაიორს იმედი აქვს, რომ მისი ჩვენებები ღონღაძის მკვლელობის საქმის დასრულებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
ოპოზიციონერი ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე 2000 წლის 16სექტემბერს უკვალოდ გაქრა. ორი თვის შემდეგ მისი გვმი კიევუის მახლობლად ტყეში იქნა აღმოჩენილი. 2000 წლის ნოემბერში პარლამენტში წარადგინეს აუდიოჩანაწერები, საიდანაც დადგინდა, რომ ღონღაძის მკვლელობასტან დაკავშირებული იყვნენ უკრაინის ყოფილი პრეძიდენტი ლეონიდ კუჩმა. 2009 წელს ღონღაძის საქმესტან დაკავშირებით, დაკავებულ იქნა შსს ყოფილი გენერალი ალექსეი პუკაჩი. დღეს მელნიჩენკომ სწორედ მის სასამართლოზე მისცა დამატებითი ჩვენებები ღონღაძის საქმესთან დაკავშირებით.