კომპანია ნატახტარმა 2011 წლის ნოემბერში წარმატებით გაიარა „ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის“ (OHSAS 18001:2007) სერტიფიცირება. ეს ნიშნავს, რომ ნატახტარში დანერგილია OHSAS-ის სტანდარტები, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო სამუშაო გარემოსა და სამუშაო რისკების შემცირებას.
სერტიფიცირებისას კომპანიამ მოიწვია ექსპერტები, მათთან ერთად მოხდა პერსონალთან და წარმოებასთან დაკავშირებული ყოველდღიური საფრთხეების შეფასება და მათი შემცირებისათვის ღონისძიებების გატარება.
ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის მთავარი ამოცანაა საშუალება მისცეს ორგანიზაციას გააკონტროლოს ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების რისკები და გააუმჯობესოს მათი არსებული მდგომარეობა.