მიხეილ სააკაშვილმა დღეს 519 პატიმარი შეიწყალა

მიხეილ სააკაშვილმა დღეს 519 პატიმარი შეიწყალა

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის განცხადებით, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 519 პატიმარი შეიწყალა.

დადგენილებას ხელი პრეზიდენტმა დღეს დილით მოაწერა. შეწყალებული 519 პატიმარიდან 50-ს სასჯელი გაუნახევრდა. ამასთან, შეწყალებულთა შორის 43 ქალია. 9 მსჯავრდებულ ქალს სასჯელი გაუნახევრდა.
თევდორაძის განმარტებით, შეწყალებულთა შორის არასრულწოვანი პატიმრები არ არიან, რადგან მათი განცხადებები კომისიას არ მიუღია.

შეწყალების  კომისიამ სულ 1400 პატიმრის საქმე განიხილა.