ივანიშვილი: არ გამოვრიცხავ, „მე-9 არხის“ ბაზაზე  ჭეშმარიტად საზოგადოებრივი ტელევიზია გაკეთდეს

ივანიშვილი: არ გამოვრიცხავ, „მე-9 არხის“ ბაზაზე ჭეშმარიტად საზოგადოებრივი ტელევიზია გაკეთდეს

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „მეცხრე არხის“ შესაძლო, საზოგადოებრივ მაუწყებლად ჩამოყალიბებაზე ისაუბრა.

„თუ მოხერხდა უახლოეს დროში და უნდა მოხერხდეს,  რომ პირველი არხი გახდეს ჭეშმარიტად საზოგადოებრივი, საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, ვინ არის იმ ბორდში და მექანიზმიც ყველასთვის გამჭვირვალე უნდა იყოს, ასეთ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ რაც აქვს „მე-9 არხს“, ამ ქონებას ვაჩუქებ პირველ არხს და კარგი იქნება,  რომ ჟურნალისტების გუნდიც მაქსიმალურად გადავიდეს იქით. თუ ეს არ მოხერხდა, ან უმჯობესი გაჩნდა, არ გამოვრიცხავ, „მე-9 არხის“ ბაზაზე გაკეთდეს ჭეშმარიტად საზოგადოებრივი ტელევიზია. ახლა ამას კუდებს მოაბავენ, რომ შეიძლება პირველი არხი არ დაფინანსეს, მე არ მინდა, არცერთი არხის დახურვა და ჟურნალისტის უსაქმოდ დატოვება, მაგრამ შეიძლება იმსჯელოს ჩვენი ბიუჯეტის პირობებში და თუ მოხერხდება მეორე მხრიდან, მაგრამ უფრო ლამაზი იქნება ჩემთვის პირველი არხი დარჩეს და თუ „მე-9 არხის“ ბაზაზე საჭირო გახდა საზოგადოებრივი არხად გაკეთება, ამას გავაკეთებთ გამჭვირვალედ, თუ სადმეა იდეალური მოდელი,  ამას გადმოვიღებთ. 20 წლით წინასწარ გადავიხდი ფულს, რომ ბორდს ფინანსებზე არ ექნება საფიქრი“, - განაცხადა ივანიშვილმა.