სააპელაციო სასამართლომ ხიზანიშვილი  წინასწარ პატიმრობა დატოვა

სააპელაციო სასამართლომ ხიზანიშვილი წინასწარ პატიმრობა დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის და დედაქალაქის მერის მოადგილის  შოთა ხიზანიშვილის პროცესი დასრულდა.

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე,  შოთა ხიზანიშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ხიზანიშვილის ადვოკატის მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, იგი პროცესზე  აღკვეთის ღონისძიების შეცვლას თავდებობით ან გირაოთი ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მყარი არგუმენტები აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ადვოკატის თქმით, ხიზანიშვილს თავდებში საპარლამენტო უმცირესობის 12 წევრი და თბილისის მერი გიგი უგულავას უდგებოდა.

ცნობისთვის, შოთა ხიზანიშვილი 15 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ასევე უკანონოდ მოპოვებული ინფორმაციის გავრცელება ედება.

შოთა ხიზანიშვილი წინასწარ პატიმრობას გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების კარანტინის განყოფილებაში იხდის.