ალეპოში დაბომბვის შედეგად 40 ადამიანი გარდაიცვალა

ალეპოში დაბომბვის შედეგად 40 ადამიანი გარდაიცვალა

CNN-ის ინფორმაციით, ბაშარ ასადის შეიარაღებული ძალების მიერ ალეპოს  დარ ალ-შიფას საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად, 40-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ფეთქდება ბომბები საავადმყოფოს შესასვლელში.

ალეპოს-სირიის ეკონომიკური დედაქალაქის ხელში ჩასაგდებად, სირიის ოპოზიცია და ბაშარ ასადის სახელისუფლო რაზმები უკვე რამდენიმე თვეა ერძვიან ერთმანეთს.  ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის დაწყებულ სამოქალაქო დაპირისპირებას 2011 წლის გაზაფხულიდან, უკვე 37 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.