ქეით უინსლეტმა ბრიტანეთის იმპერიის ორდენი  დოდოფლისგან მიიღო

ქეით უინსლეტმა ბრიტანეთის იმპერიის ორდენი დოდოფლისგან მიიღო

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბედ II-მ ჰოლივუდის მსახიობი ქეით უინსლეტი კინემატოგრაფიაში შეტანილი დამსახურებებისთვის ბრიტანეთის იმპერიის სპეციალური ორდენით დააჯილდოვა.   

ბუკინგების სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე, ორდენები გადაეცათ ჯგუფ „Take That“ -ის ვოკალისტსა და თანადამმაარსებელ მუსიკოსს გერი ბარლოუს - თავისი შემოქმედებითი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის და ასევე მევიოლინე ტასმინ ლიტლს,- მუსიკის დარგში გაწეული დამსახურებებისთვის.  

ინგლისში დაბადებული უინსლეტი ამბობს, რომ ბოლო დღემდე ვერ იჯერებდა ამ ფქტს, რადგან მისთვის წარმოუდგენლად დიდი პატივია  დედოფლისგან ამ ორდენის გადმოცემა.

ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კალვალერები არიან  მსოფლიო კულტურის ცნობილი წარმომადგენლები, მათ შორის ცნობილი ინგლისელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ალან პარკერი,  ლეგენდარული ჯგუფის „ბითლზების“  წევრები და ა.შ.