ივანიშვილისთვის მიუღებელია თანაარსებობა პრეზიდეტთან, რომლის სახელთანაც ქვეყნის წარმატება ასოცირდება

ივანიშვილისთვის მიუღებელია თანაარსებობა პრეზიდეტთან, რომლის სახელთანაც ქვეყნის წარმატება ასოცირდება

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, ჩიორა თაქთაქიშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის ქვეყნის ძლიერ პრეზიდენტთან თანაარსებობა მიუღებელია.

როგორც from.ge-ს ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, თაქთაქიშვილმა განუცხადა, „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის მიზნით, ყველა ხერხი და ღონისძიება გამოიყენოს.

 „არ აქვს მნიშვნელობა ამას - იმპიჩმენტის პროცედურას დაარქმევ, სამართლიან სვლას თუ პოლიტიკურს. ცხადია, რომ ივანიშვილისთვის მიუღებელია მისი თანაარსებობა ე.წ კოაპიტაცია ქვეყნის პრეზიდეტთან, რომლის სახელთანაც ქვეყნის წარმატება ასოცირდება. მათი  მცდელობა გასაგებია, თუმცა, ისიც ცხადია, რომ კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის ოქტომბერში  ჩატარდება“, - დასძინა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკურად პრეზიდენტის იმპიჩმენტის ინიცირება არ მოხდება. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას, რომლის თანახმად, კონსტიტუციურად მმართველობის საპარლამენტო მოდელის ამოქმედება პრეზიდენტის არჩევნებამდე მოხდება.