ბიძინა ივანიშვილი: თუ ამის საჭიროება იქნება, ჩვენს ოპონენტებს არჩევნებში ხვალვე გავყვებით

ბიძინა ივანიშვილი: თუ ამის საჭიროება იქნება, ჩვენს ოპონენტებს არჩევნებში ხვალვე გავყვებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,  თუ ყოფილი ხელისუფლება არ შეწყვეტს ამჟამინდელ რიტორიკას და უმცირესობა  იტყვის, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება ცუდად ექცევათ და ეს ყველაფერი პოლიტიზირებულია, მაშინ არჩევნებს დანიშნავს.

„თუ ესენი ვერ მოახერხებენ შეცვალონ  ძალადობის რიტორიკა და საქართველოს მოსახლეობის ცნობიერებასა და გონიერებაზე ძალადობას არ მოეშვებიან, არ გამოვრიცხავ, ოფიციალურად, არჩევნების დანიშვნის შესახებ  განცხადება გავაკეთო. ხვალ,  ზეგ, მოგვიანებით,  თუ  ჯანსაღი არჩევნები ჩატარდება, ვერ ვხედავ   მათ ხმა ვინ უნდა მისცეთ. ჩვენი მსაჯული საზოგადოებაა, ამიტომ მათ, ხვალვე გავყვებით არჩევნებში, თუ ამის საჭიროება იქნება.

გნებავთ არჩევნები?  რომ საზოგადოებას შევეკითხოთ? მე პირადად გადავიხდი ამის ფინანსებს, რომ საზოგადოება არ დავაზარალოთ, მაგრამ წარმატებას ვერ მიიღებენ ვერც ხვალ,  ვერც ზეგ და  რაც დრო გავა, საზოგადოება მით უფრო გაიგებს,  რა არის სახალხო ხელისუფლება და ჭეშმარიტი დემოკრატია“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა პირობა დადო, რომ საქართველოში ყველა მომავალი არჩევნები ჭეშმარიტად დემოკრატიული იქნება და აღნიშნა, რომ ასეთ არჩევნებში მათ ოპონენტებს არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ.

 „ჩემი,  როგორც მოქალაქის და არა როგორც პრემიერ-მინისტრის მოსაზრებაა, რომ მე ვერავითარ პერსპექტივას ვერ ვხედავ ამ პარტიის, რამდენადაც ძალიან კომპრომეტირებულია საზოგადოებაში. ჩვენ მოვახერხებთ,  რომ იყოს თავისუფალი და დემოკრატიული ნებისმიერი მომავალი არჩევნები. ასეთ არჩევნებში,  ჩემი აზრით, მათ არ აქვთ პერსპექტივა“, - განაცხადა ივანიშვილმა.