Associated Press-ის ინფორმაციით, სალონიკში სახელმწიფო ბანკის Deposits and Loans Fund-ის განყოფილებაში პენსიონერი შევარდა და თავის მოკვლით იმუქრება. ის აცხადებს, რომ თავს დაიწვავს იმ შემთხვევაში, თუ მის გაყინულ ანგარიშებზე ყადაღას არ ახსნიან.შეიარაღებული მამაკაცი 72 წლისაა, მან უკვე გადაისხა ბენზინი, რომელიც თან მიიტანა.
ადგილობრივმა პოლციამ უკვე მოახერხა ბანკიდან ხალხის ევაკუირება, სანამ ბანკის დირექტორი და თანამშრომლები მამაკაცთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.
გამოცემა Tanea-ს ინფორმაციით, ბანკის დირექტორი შენობაში სხვა მძევლებთან ერთად რჩება. სამართალდამცვათა განმარტებით, მისი ანგარიშების გაყინვა იმ ბრალდებების ფონზე მოხდა, რაც მის არაკანონიერ სათამაშო ბიზნესთან იყო დაკავშირებული.