იაპონელი მამაკაცი აიტის პრეფექტურის ქალაქ ტოიოკავას ერთ-ერთ ბანკში შევარდა და მძევლად ბანკის ხუთი თანამშრომელი აიყვანა, აქედან ორი ბანკის კლიენტია, სამი კი საფინანსო განყოფილების თანამშრომელი.
მამაკაცი ჟურნალისტებთან შეხვედრას, ქვეყნის პრემიერის ეშიხიკო ნოდას და მთლიანი მინისტრთა კაბინეტის გადაყენებას, აგრეთვე წყლის და საკვებით მომარაგებას ითხოვს.
ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები. მათი განცხადებით,სატელეფონო შეტყობინება მომხდარის შესახებ ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში, ერთ-ერთი ბანკის თანამშრომლისგან შევიდა,რომელმაც თავდასხმის მომენტში გაქცევა მოახერხა.