საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მან საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ქვეყანაში დაბრუნების შესახებ, მას შემდეგ გაიგო, როცა ის უკვე საპატიმროში იჯდა.
„მე და საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, რაღაც კონკრეტულ საკითხზე ვმსჯელობდით, როცა მან მითხრა, რომ საქართველოში ოქრუაშვილი დაბრუნდა. მე ამის შესახებ მართლა არაფერი ვიცოდი. არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე მინისტრს ჰქონდა კავშირი მასთან, თუმცა ეს მხოლოდ მეგობრობა იქნებოდა და არანაირი კავშირი არ ექნებოდა სამართალთან. პირობას ვდებ, რომ არანაირი გარანტია არ ექნება არავის, ეს იქნება ოქრუაშვილი, მე, თუ პრეზიდენტი. თუ ოქრუაშვილი დამნაშავეა, ის აუცილებლად აგებს პასუხს და თუ სამართლის წინაშე მართალია, მაშინ ის თავისუფალი იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის განცხადებითვე, ოქრუაშვილის საქმეში მონაწილეობას მხოლოდ სამართალდამცველი ორგანები მიიღებენ და არავითარ შემთხვევაში, პოლიტიკა არ ჩაერევა.