საქართველოს პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის განმარტებით,საყოველთაო ამნისიტიის მიღების შემდეგ, კრიმინალური სიტუაცია საქართველოში ალბათ მოიმატებს, თუმცა საზოგადოება ამას გაგებით უნდა შეხვდეს. ეს განცხადება პრემიერმა სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარე პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„რა თქმა უნდა , საყოველთაო ამნისტიის მიღების შემდეგ, ეჭვი არსებობს, რომ ვიღაც გამოიპაროს და კრიმინოგენური სიტუაცია ქვეყანაში გაიზარდოს. ვიღაცეები გამოგვეპარებიან, მაგრამ სამართალდამცავები იმუშავებენ. საზოგადოებამ უნდა გადაიტანოს ეს უხერხული ეტაპი და გაგებით მოეკიდოს.
რაც შეეხება პოლიტმატიმრებს, ეს პროცესი ეჭვქევშ არ დგება, რომ ისინი უნდა გამოვიდნენ“,-აცხადებს ივანიშვილი.