MANGO-მ ახალი სეზონის ახალი კოლექციის სახედ ავსტრალიელი ტოპ-მოდელი მირანდა კერი დაასახელა.
მირანდა ქეით მოსს ჩაანაცვლებს, ბოლო რამდენიმე სეზონი, ბრენდის სახე სწორედ ქეით მოსი იყო.
ფოტოსესიის ფარგლებში გადაიღეს გაზაფხული ზაფხულის 2013 წლის კოლექცია, გადაღებები ნოემრის დასაწყისში ნიუ-იორკში შედგა. მას მოდის ცნობილი ფოტოგრაფები ინეს ვან ლამსვერდი და ვინუდ მატადინი ხელმძღვანელობდნენ.
შემოქმედებით ჯგუფში შედიოდნენ სტილისტი ჯერალდინ საგლინო, ვიზაჟისტი ლიზა ბატლერი და თმის სტილისტი კრისტიან ჰაუტენბოსი.
როგორც მირანდა აღნიშნავს, MANGO-სთან თანამშრომლობით დიდად მოხარულია. „ძალიან მიხარია! გადაღებებმა შესანიშანვად ჩაიარა, ამ ჯგუფთან ერთად მუშაობა მარტივია, რადგან ყველა თავისი საქმის პროფესიაონალია. ვგიჟდები Mango-ზე, მათთან ყოველთვის შემიძლია ვიპოვო იდეალური გამოსავალი, ყველა სიტუაციაში,“-ამბობს მირანდა.