პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მისი აშშ -ში გამგზავრება 2013 წლისთვის გადაიდო. როგორც პრემიერმა "რედისონში" ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, მისი აშშ-ში გამგზავრება ნოემბრის ბოლოსათვის იგეგმებოდა თუმცა დატვირთული გრაფიკის გამო მისი აშშ-ში ვიზიტი მომავალი წლისთვის გადაიდო.
მისივე განმარტებით, 29 ნოემბერს აშშ-ში საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე გაემგზავრება. ფანჯიკიძეს შეხვედრები ექნება აშშ ს სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონათან.
"ჩემი ვიზიტის დაგეგმარება კი მომავალ წელს დაიწყება. ამის შესახებ ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ვაცნობეთ და ისინი ამას იზიარებენ. ევროპულმა ვიზიტმა მაჩვენა, რომ ბევრი სამუშაო და პრობლემები გვაქვს. ვერტიკალს გამაგრება უნდა, ეკონომიკას ბევრი რამ სჭირდება. ევროპაში მაქსიმალური ქულები დავიწერეთ ვიზიტით. ყველა შეხვედრა იყო წარმატებული, თუმცა ეს ოთხი დღე ძვირად დაგვიჯდა, რადგან ქვეყნის განვითარების პროცესს ამან ხელი შეუშალა", - აღნიშნა ივანიშვილმა.