ივანიშვილი: 2013 წლის 1 აპრილიდან,  67 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 100 ლარის ნაცვლად, 125 ლარი იქნება

ივანიშვილი: 2013 წლის 1 აპრილიდან, 67 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 100 ლარის ნაცვლად, 125 ლარი იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, იანვრის ბოლომდე სახელმწიფო სამედიცინო სადაზღვეო ფონდი შეიქმნება და საქართველოს ყველა მოქალაქის საყოველთაო დაზღვევის პროცესი დაიწყება.

პრემიერის თქმით, პირველ ეტაპზე, სამი-ოთხი თვის განმავლობაში,  მოსახლეობისთვის შეთავაზებული სადაზღვეო პაკეტი უფრო მცირე  იქნება, თუმცა  ივლისიის  ბოლოდან,  ის სრულყოფილი იქნება და მასში ყველა  ის პრიორიტეტები იქნება წარმოდგენილი, რასაც მოსახლეობას ჰპირდებოდნენ.

რაც შეეხება კონკრეტულად პენსიას, ივანიშვილის თქმით, 100 ლარიანი პენსია 125 ლარამდე გაიზრდება.

„2013 წლის პირველი აპრილიდან,  67 წლამდე ასაკით პენსიონრებისათვის ისეთივე პენსიის დანიშვა მოხდება, როგორც  67 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერებს ჰქონდათ. შესაბამისად,  100 ლარის ნაცვლად,  125 ლარი იქნება.  2013 წლის პირველი სექტემბრიდან,  ასაკით პენსიონრების და მკვეთრად გამოხატული პირველი ჯგუფის შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე პირების პენსია გაუტოლდება საარსებო მინიმუმს 150 ლარს.  დღეს არსებული საარსებო მინიმუმი, გადაიხედება და გაიზრდება. პირველი სექტემბრიდან,  მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების,  მეორე ჯგუფის  არსებული პენსია 70 ლარი,  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ბავშვებისთვის  დღეს არებული 70 ლარი,  მარჩენალდაკარგულების 55 ლარი და პოლიტ. რეპრესისრებისთვის 55 ლარი,  ეს ყველაფერი  თანაბარი გახდება და 100 ლარამდე გაიზრდება.

აღმოიფხრება 2005 წელს ძალოვანი სტრუქტურებიდან დათხოვნილ მოსამსახურეების საპენსიო უზრუნველყოფაში არსებული დისკრიმანიაცია და მათი პენსიის გადაანგარიშება მოხდება. კერძოდ,  2013 წლის პირველი აპრილიდან მათი პენსია  დამოკიდებული  იქნება ასაკით პენსიის რაოდენობაზე  და ძალოვან უწყებაში მუშაობის სტაჟზე წოდებების მიხედვით.  ასევე იქნება ავიაციის მომსახურეთა პენსია.

1 ივლისიდან,  უკიდურესად გაჭირვებულთათვის ასეთი გახლავთ 480 ათასი მოქალაქე  სოციალური დახმარების ოდენობა  გაორმაგდება.  რეგრესირებული პენსიონრებისთვის შემოღებული იქნება  რეგრესირების პენსია და ასევე  დევნილების სოციალური დახმარება გაორმაგდება“, - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერის შეფასებით, დავით სერგენკო კარგი მინისტრია, მან შეამცირა სამინისტროს ბიუჯეტი.

ამავდროულად, ხარჯების ეკონომიისა და ოპტიმიზაციის მიზნით სამინისტროების შესყიდვები ცენტრალიზებული გახდება.

„კანცელარიასთან იარსებებს ერთი შესყიდვითი ორგანო, რომელიც შსს-ს გარდა ყველა სამინისტროს შესყიდვებს გააკონტროლებს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მოხდეს ხარჯების ეკონომია და ოპტიმიზაცია“, - განაცხადა  ივანიშვილმა.