ჯორჯო არმანი ჯანი ვერსაჩეს იხსენებს (VIDEO)

ჯორჯო არმანი ჯანი ვერსაჩეს იხსენებს (VIDEO)

მსოფლიო მოდის ლეგენდის, ჯანი ვერსაჩეს გარდაცვალებიდან 15 წლისთავთან დაკავშირებით, მასზე დაწერილი ბიოგრაფიული წიგნი Gianni Versace: La Biografia   ხელახლა გამოიცა. ამ წიგნის წინასიტყვაობა მოდის ცნობილა  დიზაინერმა ჯორჯო არმანიმ დაწერა.

„ვერ ვიჯერებ, ნუთი ამდენი დრო გავიდა ჯანის გარდაცვალებიდან... მისი უზარმაზარი ენთუზიაზმი და  ბედნიერების გრძნობა ყველაფერში დარჩა, - მის იდეებში, ტენდენციებში, მოგონებებში, ხელოვნებაში,- ყველგან იგრძნობა ენერგია, მისი ცხოვრებიდან, ის დიდი შემოქმედი იყო“- წერს არმანი.

წიგნში არმანი 70-80 წლების წარმატებულ კარიერას იხსენებს.  დროს,  როდესაც ის და ვერსაჩე ერთმანეთის დიდ კონკურენტებად ითვლებოდნენ.

„უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ  ბევრი საერთო ინტერესი გვქონდა, ერთმანეთის მეტოქეები ვიყავით და ყოველი შოუს შემდეგ ხმამაღლა  ვკითხულობდით თუ,  რა გააკეთა ვერსაჩემ? რა წარმოადგინა არმანმა? იტალიური მენტალიტეტი წინააღმდეგობებზეა დაფუძნებული „არმანი ვერსაჩეს წინააღმეგ“ კი,  ამის ყველაზე კარგი მაგალითია.“- ამბობს დიზაინერი.

ჯანი ვერსაჩე 1997 წლის 15 ივლისს 50 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. ის მაიამი ბიჩში საკუტარი ვილის შორიახლოს ქუჩაში ჩაცხრილეს.  მისი მკვლელობა დღემდე საიდუმლოებებითაა მოცული.  ვარაუდობენ, რომ მისი მკვლელობა შეკვეთილი იყო. ენდრიუ კუნინენმა მისი ცაცხრილვის შემდეგ, თავი იგივე იარაღით მოიკლა თავი.

მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული ჯანი ვერსაჩე გარდაცვალებიდან უკვე  15 წელი  გავიდა, მისი სახელი  დღემდე მოდის სამყაროში, ერთ-ერთი, ყველაზე ავტორიტეტულია.

ვერსაჩეს გარდაცვალების შემდეგ მისი დაწყებული საქმე, მისმა დამ დონატელა ვერსაცემ გააგძელა. დღესდღეობით ვერსაჩეს მოდის სახლი, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო  წამყავანი მოდის სახლია.