საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, ის დაპატიმრებები რაც საქართველოში მიმდინარეობს,მის ინტერესებში არ შედის, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლების ოპონენტები ისევ აგრძელებენ სიცრუის და ძალადობით ცხოვრებას, მათ არ ჰყოფნით უნარი ბოდიში მოიხადონ და სიცრუით აპირებენ თავიანთი საქმეების გამართლებას.
„გუშინდელი ხელისუფლება ისეთივე იდეოლოგიით აპირებს ცხოვრებას-სიცრუით და ძალდობით. ახალიას დაპატიმრების შემდგომ, ისინი ამტკიცებენ, რომ ახალია პოლიტპატიმარია და მას ცოტნე დადიანსაც ადარებენ, მეორე მაგალითი საზოგადოებრივი არხის ხელმძღვანელის გია ჭანტურის განცხადებაა, როდესაც მან პარალელი გააავლო, 2007 წლის ნოემბერთან და იმედის დამოუკიდებელ ტელევიზიაში შეჭრასთან დაკავშირებით და საზოგადოებრივ ტელევიზიაში ფინანსთა სამინსტროს მაკონტროლებელი ჯგუფის შესვლა ამას შეადარა. მაშინ როცა, საზოგადოებრივ არხს 3 მილიონზე მეტი დავალიანება აქვს ბიუჯეტის მიმართ.
მე მინდა ჩვენს ოპონენტებს შევახსენო, რომ ძალიან კარგად ვიცით, რა ტელევიზია იყო და ვის ემსახურებოდა საზოგადოებრივი არხი“,- განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თუ ადრე წინა ხელისუფლება პირდაპირ ძალადობდა საზოგადოებაზე, ის ახლა ჩვენს გონიერებაზე ძალადობს, თუმცა მათ ეს არ გამოუვათ, რადგან ქართული საზოგადოება თეთრს და შავს არჩევს.
„ ნუ გგონიათ საქართველოს საზოგადოება გონებაჩლუნგი, ახალაიაზე, როდესაც გვიმტკიცებენ რომ ის პოლიმატიმარია, ეს ჩვენი შეურაცყოფაა. ეს არის ჩვენს გონებაზე ძალადობა და სიცრუე. მათ ჰგონიათ, რომ საზოგადოება თეთრს და შავს ვერ არჩევს,ცდებიან. საქართველოს მოსახლოებამ უარი თქვა სიცრუესა და ძალობაზე, მათ კი ისევ სურთ, სიცრუეში და ძალადობაში გვამყოფონ, თუმცა მათ ეს არ გამოუვათ“,-აცხადებს ივანიშვილი.