სპორტის აკადემია აღდგება

სპორტის აკადემია აღდგება

უახლოეს მომავალში, საქართველოში სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია  აღდგება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსის,  ირაკლი დოლაბერიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ აკადემიის კუთვნილი ინფრასტრუქტურისა და ბაზების გასხვისება საპროტესტო აქციებისა და სხვადასხვა მოვლენების გამო დღემდე ვერ მოხდა.

მისი თქმით, საქართველოში სპორტის აკადემია ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი იყო,  რომლის დიპლომიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში აღიარებული იყო.

„ამ უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულები მსოფლიოს 100 ქვეყანაში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობენ. აკადემია გამოუშვებს მწვრთნელებს, სკოლებისათვის ფიზიკური აღზრდის მასწავლებლებს, სპორტული მედიცინისა და ფიზიკური რეაბილიტაციის სპეციალისტებს“, - განმარტავს დოლაბერიძე.

შეგახსენებთ, რომ ძველი ხელისუფლების პირობებში, სპორტის აკადემია ხუთი წლის  წინ გაუქმდა და ის ილიას უნივერსიტეტს მიუერთდა.